თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორის სტუდენტური თვითმმართველობის პარლამენტი  წარმოადგენს „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე ფაკულტეტების მიხედვით ფარული კენჭისყრით, საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების გზით არჩეულ სტუდენტთა ერთობლიობას.

სტუდენტური თვითმმართველობა შედგება პარლამენტისა და სტუდენტური თვითმმართველობის აღმასრულებელი აპარატისგან.

აპარატი წარმოადგენს სტუდენტური თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც შედგება არანაკლებ 5 და არაუმეტეს 8 პარლამენტის წევრისაგან. თვითმმართველობის საქმიანობას ხელმძღვანელობს  აპარატის პრეზიდენტი.

ძირითადი მიზნები და ამოცანები

 -  სტუდენტური თვითმმართველობის ძირითადი მიზანია  კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების რეალიზების გზით, სტუდენტების სწავლის და სწავლების დონის ამაღლებაზე ზრუნვა.
-  დაიცვას და წარმოადგინოს სტუდენტების ინტერესები კონსერვატორიის მართვის ორგანოებთან ურთიერთობაში;
-  ხელი შეუწყოს სტუდენტებს უფლებებისა და თავისუფლების, მათი კანონიერი       ინტერესების დაცვაში, განმტკიცებასა და პრაქტიკულ რეალიზებაში;
-  დაეხმაროს სტუდენტებს მაღალკვალიფიციური განათლების მიღებაში და  თვითრეალიზებაში, სწავლის პერიოდში, პროფესიული უნარჩვევების გამომუშავებაში და კონკურენტუნარიან პროფესიონალად ჩამოყალიბებაში; კონსერვატორიის ადმინისტრაციას სასწავლო პროცესის დახვეწაში;
-   ხელი შეუწყოს კონსერვატორიის ინტეგრაციას ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში და მაქსიმალურად უზრუნველყოს ამ პროცესში სტუდენტთა მონაწილეობა.


სტუდენტური თვითმმართველობის წევრები:

ლილიკო კორკოტაშვილი - აპარატის პრეზიდენტი
თინათინ ღოღობერიძე - პარლამენტის თავმჯდომარე
ირაკლი არეშიძე - პარლამენტის სხდომათა მდივანი

პარლამენტის წევრები:
თიკა მუხაშავრია
ეკატერინე გორგაძე
ერეკლე გურგენიძე
ანიტა სებუა
თორნიკე ხაჭაპურიძე
მარიამ მინდორაშვილი
ნია ბათიაშვილი
ნინო ცაცანაშვილი
თათუკა მაღლაკელიძე
გიორგი ლოსაბერიძე
ასლან ჩიქოვან

კონტაქტი:

თვითმმართველობა,

ოთახი: 215

email: students-union@tsc.edu.ge

 

მისამართი: 0108, თბილისი,

გრიბოედოვის ქ. 8-10