პროგრამის აღწერილობა:

პროგრამის მოცულობა: 60 კრედიტი
პროგრამის ხელმძღვანელი: პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი რუსუდან თაყაიშვილი
სწავლების ენა: ქართული

პროგრამის სტრუქტურა:
პროგრამა ითვალისწინებს ცოდნის და კომპეტენციების შეძენა-განვითარებას რამდენიმე
მიმართულებით, შესაბამისად იგი შედგება 4 ბლოკისგან;
1. პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის მოდული - 30 კრედიტი
2. დარგობრივი სპეციალიზაციის მოდული - 20 კრედიტი
3. პედაგოგიური პრაქტიკის მოდული -10 კრედიტი


საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი:
პროგრამის მიზანია სკოლისგარეშე სამუსიკო საგანმანათლებლო დაწესებულების (სამუსიკო
სკოლის) მასწავლებლის და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მუსიკის საგნის
მასწავლებლის მომზადება. პროგრამა ითვალისწინებს სტუდენტის მიერ შერჩეული
სპეციალობით მომავალი პედაგოგიური საქმიანობისათვის აუცილებელი ცოდნისა და უნარჩვევების, პროფესიული კომპეტენციების გამომუშავებას.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა
პროგრამაზე დაიშვებიან:
1. უმაღლესი აკადემიური სამუსიკო განათლების მქონე პირები, რომელთაც აქვთ
ბაკალავრის, ან მასთან გათანაბრებული უმაღლესი განათლების დიპლომი.
2. უმაღლესი პროფესიული სამუსიკო განათლების მქონე პირები (დიპლომირებული
სპეციალისტები)

იხ. პროგრამის აღწერილობა

 

 

 

 


კონტაქტი:

სასწავლო დეპარტამენტი

ოთახი: 228

ტელ: (+995 32) 2 98 70 27

email: study@tsc.edu.ge

 

მისამართი: 0108, თბილისი,

გრიბოედოვის ქ. 8-10