თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია  2019-2020 სასწავლო წლისათვის აცხადებს მიღებას სამაგისტრო პროგრამაზე "საშემსრულებლო ხელოვნება".

სპეციალობები:
კლავიშიანი საკრავები, ორგანი, საორკესტრო  სიმებიანი საკრავები (ვიოლინო, ალტი, ჩელო, არფა, გიტარა), საორკესტრო ჩასაბერი და დასარტყამი საკრავები (ფლეიტა, ჰობოი, კლარნეტი, ფაგოტი, ვალტორნა, საყვირი, დასარტყამი საკრავები), სოლო აკადემიური სიმღერა, აკადემიური გუნდის დირიჟორობა.

შემოქმედებითი ტურების ჩატარების განრიგი:
1) 26 ივნისიდან 01 ივლისის ჩათვლით (12 სთ-დან 16 სთ-მდე) - აბიტურიენტების რეგისტრაცია სამდივნოში (N230) შაბათ-კვირის გარდა;
2) 01 ივლისი - კენჭისყრა სპეციალობის შემოქმედებით ტურში მონაწილე აბიტურიენტთა რიგითობის დადგენის მიზნით (16:10 სთ., სამდივნო - N230);
3) 01 ივლისი -   შემოქმედებითი  ტურების  განრიგის  გამოცხადება (17:00 სთ.);
4) 2  ივლისიდან   6  ივლისის  ჩათვლით  -  შემოქმედებითი ტურების ჩატარება.

შენიშვნა: სპეციალობის შეცვლის შემთხვევაში აბიტურიენტი აბარებს კოლოკვიუმს მის მიერ არჩეული სპეციალობის/პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად. კოლოკვიუმის წარმატებით გავლის შემთხვევაში მოხდება მისი დაშვება სპეციალობის გამოცდაზე.



 

კონტაქტი:

სასწავლო დეპარტამენტი

ოთახი: 228

ტელ: (+995 32) 2 98 70 27

email: study@tsc.edu.ge

 

მისამართი: 0108, თბილისი,

გრიბოედოვის ქ. 8-10